ლადო ბაჭულაშვილი: კომპიუტერთან შეხება არ მქონია და არც თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის მითქვამს, რომ მისი შვილი შარშია

“დაბარებული ვიყავი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, თითქოს, მათთვის რაღაც მითქვამს, რაც ჩემგან საერთოდ არ თქმულა”, – ამის შესახებ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ლადო ბაჭულაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კომპიუტერთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, რადგან ის გამომძიებელმა ამოიღო და პირდაპირ ექსპერტიზაზე წაიღო.

„კომპიუტერთან არანაირი შეხება არ მქონია, რადგან ის გამომძიებელმა ამოიღო და პირდაპირ ექსპერტიზაზე წაიღო. ყოველდღიური კონტაქტი მქონდა ოჯახთან, ორჯერ შევხვდი და, ასევე, მქონდა სატელეფონო კავშირი, რადგან დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო, იყო თუ არა ოდესმე იქ ნამყოფი და ა.შ. ის, რომ შარშია,  ჩემგან არ თქმულა. როგორ ვეტყოდი ასეთ რამეს, როდესაც კომპიუტერთან შეხება საერთოდ არ მქონდა. აქციის დღე მე მაგ კაცთან საერთოდ არ მქონია შეხება. შეიძლება, სატელეფონო მქონდა დილას, მაგრამ საღამოს მე არ მქონია“, – განაცხადა ლადო ბაჭულაშვილმა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები