რუსეთმა ამიერკავკასიაში მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო – სწავლებას ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მოიცავს
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიაში მასშტაბური სამხედრო სწავლება – “კავკასია – 2020” დაიწყო.
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, მანევრებში 5 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
მასშტაბური სწავლება ტარდება დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩეჩნეთში, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბაზებზე.
მანევრებში ჩართულია მოტომსროლელი, სატანკო და საარტილერიო სამხედრო ნაწილები.
აღინიშნება, საბრძოლო სროლის ეტაპზე ჩართული იქნება საარტილერიო დივიზიონები, ასევე, რეაქტიული სისტემები “ტორნადო”, “გრად”, თვითმავალი დანადგარები “მსტა-ს”, “გვოზდიკა”, “აკაცია”; ტანკები ტ-72ბ3, ტ-90 და ჯავშანმანქანები.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს – ორ პოლიგონზე მანევრებში 1-5 ათასი სამხედროა ჩართული, ასევე, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის 200-ზე მეტი ერთეული.