გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნულ სხდომაზე დაკავებული 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.
უფლებადამცველები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. პროკურორი კი აცხადებს, რომ დაკავებულები პატიმრობაში უნდა დარჩნენ.