“ბაზარში ყველა რეკომენდაცია დაცულია”- რა ვითარებაა პოსტპანდემიურ პერიოდში ბორჯომის აგრარულ ბაზარში

ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნის ერთერთ დიდ სავაჭრო ცენტრ “ლილოში” კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. “რეგიონული კვირა” დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთის აგრარულ ბაზრებში.

როგორც ბორჯომის სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელმა, გია მელიქიძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რჩევასა და რეკომენდაციას ითვალისწინებს.

“ყველაფერი წესების დაცვით მიმდინარეობს. შემომსვლელებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. გვაქვს დეზობარიერები და რაც ყველაზე მთავარია დაცულია დისტანცია როგორც მყიდველსა და გამყიდველს შორის, ასევე მოვაჭრეებს შორისაც. არც მოვდუნებულვართ, რა პრევენციულ ღონისძიებებსაც ვატარებდით ადრე, ახლაც იგივეს ვაკეთებთ”,- განაცადა ბაზრის ხელმძღვანელმა.

სავაჭრო ცენტრს ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც. უფრო მეტი გაიგეთ “რეგიონული კვირის” მიერ მომზადებული მასალიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები