ქობულეთში საგზაო ინფრასტრუქტურის და გაზიფიცირების პროექტები აქტიურ ფაზაშია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

კერძოდ, რიჟვაძემ სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო რომელიც წლების განმავლობაში სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა. ამჟამად კი, სამსართულიანი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამწლიანი გეგმით ქობულეთში გაზიფიცირდება 17 სოფელი. ამჟამად სამუშაოები სოფელ აჭყვისთავში ხორციელდება. სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტროს გაზის ტრანპორტირების კომპანია ახორციელებს.

ქობულეთში, კვირიკეს საავტომობილო გზაზე ორ კილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა. დასრულებულია ახალი ხიდის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების და საფუძვლის მომზადება ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად. რეაბილიტირებული გზით 170 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები