ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი იმყოფება, რომელთა მდგომარეობაც, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია
რესპუბლიკური კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ ეტაპზე, მათ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა არცერთს აქვს.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი იმყოფება, რომელთა მდგომარეობაც, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით მძიმე პაციენტი არ გვყავს. მათი გეგმურად მკურნალობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით თავს ვართმევთ, არ გვყავს სარეანიმაციო პაციენტები, რაც ძალიან კარგია. ბოლო სამი დღის განმავლობაში, დაახლოებით, შვიდი თუ რვა პაციენტი დაგვემატა. გუშინაც დაგვემატა ერთი პაციენტი თბილისიდან. გაჩიანის კლასტერიდან ჩვენთან ექვსი პირია“, – განაცხადა გოფორძემ.
მისი ინფორმაციით, ხვალ კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.