ფოთში გამოკვლეულ 63 სამართალდამცველს კოვიდინფიცირება არ დაუდასტურდა

ფოთში გამოკვლეულ 63 სამართალდამცველს კოვიდინფიცირება არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდგინდა.

მხეიძე განმარტავს, რომ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ 63 პირი. ისინი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. საბედნიეროდ, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები