ბათუმში კორონავირუსი სატვირთოს მძღოლს დაუდასტურდა, რომელიც თურქეთის მოქალაქეა

ბათუმში კოვიდინფექცია თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. პაციენტი საკუთარი სურვილით ბათუმის “ცხელების ცენტრიდან” თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსზე კიდევ 596 პირი გამოიკვლიეს. ყველა მათგანის პასუხი ინფექციაზე უარყოფითია.

ამჟამად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში 10 პაციენტი მკურნალობს. “ცხელების კლინიკებში” მოთავსებულია 25 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამურად, აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი 35 664 პირს ჩაუტარდა. კარანტინში კი 2 017 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები