სოფელ კორბოულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში ძლევის წმინდა გიორგის ეკლესიიდან გორაძირის მიმართულებით საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად მოინახულა.

აღნიშნულ გზაზე სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გზის 1500 მეტრი უკვე რეაბილიტირებულია. მიმდინარე წელს სამუშაოების მეორე ეტაპი ხორციელდება და 1200 მეტრზე მეტი გზის საფარი მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები