სოფელ მზეთამზეში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, ჯამურად, რკინა-ბეტონის გზის საფარი 800მ სიგრძის მონაკვეთზე დაიგება.

“ამჟამად ორ უბანში ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, ხოლო ერთ უბანში – გზის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა სანიაღვრეები და საცხოვრებელი სახლების შესასვლელი მონაკვეთები.
ბორჯომის მინიციპალიტეტისთვის ერთერთ პრიორიტეტული მიმართულებაა საკურორტე ზონასა და მიმდებარე სოფლებში საგზაო იფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა როგორც ადგილობრივებმა, ასევე დამსვენებლებმა შეძლეონ კომფორტული გადაადგილება.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები