ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზაზე 13კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა

ბაღდათი-ვანი – დაფნარის საავტომობილო გზაზე 13-კმ-მდე (კმ 35 -კმ 48) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ვანის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, დასახლებულ ტერიტორიაზე გადის.

აღინიშნება, რომ არსებული გზა იყო დაზიანებული, გზის საფარზე წარმოქმნილი იყო ორმოები და ჯდენები, მწყობრიდან იყო გამოსული არსებული წყალგამტარი მილები და ხელოვნური ნაგებობები, რაც მგზავრთა გადაადგილებისას საფრთხეს ქმნიდა.

პროექტის შესაბამისად, სრულად რეაბილიტირდა გზა, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, 3 სახიდე გადასასვლელი, კიუვეტები და საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10,6 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები