ქვემო ქართლის რეგიონში კალიების საწინააღმდეგოდ 25 ათასამდე ჰა ფართობია დამუშავებული

აღმოსავლეთ საქართველოში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. ქვემო ქართლის რეგიონში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, შესაბამისი პრეპარატით სულ 25 ათასი ჰექტარი დაამუშავა.

განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვასა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ტარდება. დღეისათვის აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ სულ დამუშავებულია 50 ათასამდე ჰა ფართობი.

მონიტორინგისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება ტრანსასაზღვრო კვლევები საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები