კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს საერთო პრიორიტეტები გვაქვს, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საზოგადოების ყველა წევრი იყოს სრულად ჩართული

“ვამაყობ, რომ ბევრი ინიციატივა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახელით ხორციელდება, მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ემსახურება”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს საერთო პრიორიტეტები აქვთ.

„ძალიან ვამაყობ, რომ დღეს თქვენ წინაშე ვიმყოფები და ვხსნით ამ მნიშვნელოვან ობიექტს, კლინიკას. როგორც წინა გამომსვლელებმა ბრძანეს, ძალიან მნიშვნელოვანია ის მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც აკავშირებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს. ეს მნიშვნელობა აღიარა ყველამ. როდესაც კერძო სექტორი, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სამოქალაქო საზოგადოება იკრიბება და ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოების საჭიროებები დაკმაყოფილდეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს საერთო პრიორიტეტები გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საზოგადოების ყველა წევრი იყოს სრულად ჩართული, ვამაყობ, რომ ბევრი ინიციატივა, რომელიც ამერიკის საერთაშორიო განვითარების სააგენტოს სახელით ხორციელდება, ასეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ემსახურება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები