მიხეილ რამიშვილი: ყველაფერს გამოძიება დაადგენს

გარდაცვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა  ექსპერტიზის დასრულების შემდეგ საქმის მიმდინარეობის შესახებ მედიასთან განმარტებები გააკეთა. მიხეილ რამიშვილის თქმით, რთული იქნება დადგენა, რა დაზიანებები აქვს ცხედარს, რადგან გარდაცვალებიდან 5 დღეა გასული. თუმცა, მისივე თქმით, სამხილები ექსპერტების მოთხოვნით შემთხვევის ადგილიდან აღებულია და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
5 დღე გარდაცვალება სხეულისთვის არის ძალიან რთული მდგომარეობა და ისიც ძალიან რთული იქნება, რომ დადასტურდეს, დაზიანებები ჰქონდა თუ არა. რაც შეეხება მცირე კონფლიქტს. ადამიანს ყველასთან და ყოველთვის აქვს, მაგრამ არანაირი მიზეზი არ შეიძლება, იყო თვითმკვლელობამდე ან მაგდაგვარი ქმედებების.
ყველანაირი კვალი აღებული და გადაღებულია, ბალახებისა და მანქანის კვალი შედგენილია, ჩემი და ექსპერტების მოთხოვნით, ყველაფერი აღებულია და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. შემიძლია, გითხრათ, რაც კი მოთხოვნა იყო ჩემი მხრიდან, ყველაფერი შესრულებულია. ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც, შესაბამისად, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და თუ ხელის შეშლა იქნება გამოძიების მხრიდან, მაგაზეც შესაბამისი რეაქცია გვექნება”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა განმარტება იმ მედიკამენტების შესახებაც გააკეთა, რომელიც გარდაცვლილის მანქანაშია აღმოჩენილი. მისი თქმით, თუ რა სახის მედიკამენტები იყო და ჰქონდა თუ არა გარდაცვლილის ისინი მიღებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

სხვადასხვა წამალი იყო მანქანაში, მაგრამ ამას ექსპერტიზა დაადგენს, თვითონ ორგანოებიდან გამომდინარე რა წამალი რა შემადგენლობისაა და რომელს შეიძლებოდა, რაიმე შედეგი გამოეღო. მე ოჯახის ინტერესებს ყველანაირად დავიცავ, რასაც სამართლიანობა ჰქვია, თუმცა ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ერთს ვიტყვი, შეიძლება, ადამიანი მიიყვანო თვითმკვლელობამდე, მეორეც, შეიძლება, მოხდეს თვითმკვლელობა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე შეფუთო, რომ სხვანაირად გამოჩნდეს. ეს ყველაფერი დადგინდება გამოძიების მხრიდან. შესაბამისად, ვინმეს რამე ინტერესი თუ ექნება და ჰქონდა, ასევე, გარკვეული გადათამაშება მოხდა, ამას გავიგებთ გამოძიების პერიოდში. დაუყონებლივ უნდა მოხდეს ოჯახის დაზარალებულად ცნობა.
დღესვე წინასწარ შესაძლებელია, ინფორმაცია გავრცელდეს, გოგონას სხეულზე აღენიშნებოდა თუ არა დაზიანებები“, -აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები