სახალხო დამცველმა ის ადგილი დაათვალიერა, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილმა გარდაცვალებამდე გაიარა

“სახალხო დამცველის აპარატი გიორგი შაქარაშვილის საქმეს პროაქტიულ რეჟიმში სწავლობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა პირადად დაათვალიერა ის ადგილი, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილმა გარდაცვალებამდე გაიარა.

“სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში სწავლობს გიორგი შაქარაშვილის საქმეს,  თვალყურს ადევნებს და მონიტორინგს უწევს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. მრავალტომიანი საქმის გაცნობის პარალელურად, 22 ივლისს მოვლენების სრულყოფილი სურათის შესაქმნელად, სახალხო დამცველმა პირადად დაათვალიერა ის ადგილი, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილმა გარდაცვალებამდე გაიარა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები