სამოქალაქო აქტივისტის განცხადებით, შსს-სთან დაკავებულ 3 პირს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავებულ სამ აქტივისტს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ განუცხადა.

“სამივე დაკავებულს უშვებენ ხელწერილის საფუძველზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი წარმოება შეწყდება. ნაწილს კი დაგვიწერეს ჯარიმები“, -განაცხადა ნიკა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია სახელწოდებით – “ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული” გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები