“საფულეში იდო მედიკამენტები, რომელიც ცარიელი იყო, ახლა დავადგენთ, რისი მედიკამენტებია”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, წერილებია ნაპოვნი.
“პატარა წერილებია, ყოველდღიურად ადამიანი რომ რაღაცებს ჩაიწერს, რომელიც თავის საფულეშია, საბანკო პლასტიკური ბარათებია, პირადობა. მე მესმის წერილებთან დაკავშირებით, თითქოს, რაღაცას უტოვებდა ოჯახს, არანაირი გვარი, სახელი არ წერია. ვისი მისამართითაა, არც გვარია მითითებული, არც სახელი და არ არის მითითებული, ვისთვისაა განკუთვნილი. ეს იყო, ჩვეულებრივად, დილით რომ გამოდის ადამიანი გალამაზებული, მშვენიერ ფორმაში, ასე იყო მოწესრიგებული, ულამაზესი გოგო გამოსული.
საფულეში იდო მედიკამენტები, რომელიც ცარიელი იყო, ახლა დავადგენთ, რისი მედიკამენტებია”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა გოგონა თეთრიწყაროს ტყეში ნახეს.