ლილო-რუსთავის ავტობანზე ავარიის შედეგად ერთი კაცი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლილო-რუსთავის ავტობანზე, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუახნის კაცს დაეჯახა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება დაშავებულს ადგილზე გაუწია, რის შემდეგაც ის თბილისის “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები