ეკატერინე ტიკარაძე: საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ბაზრობებსა და იმ რეგიონთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა

“ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, ჩვენი მხრიდან პროცესი კონტროლდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე გადაწყდება, რა ზომები მიიღება ბაზრობებსა და იმ რეგიონთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა.

„რა თქმა უნდა, სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ ეს პროცესი კონტროლდება ჩვენი მხრიდან.

ბაზრობებთან მიმართებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიწყებთ შერჩევით ტესტირებას ბაზრობაზე დასაქმებული პირების. ასევე, საღამოს გაიმართება დამატებითი შეხვედრა, სადაც ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებით და ასევე იმ რეგიონთან მიმართებით, სადაც ეპიდსიტუაცია დღესდღეობით მნიშვნელოვნად საყურადღებოა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები