კახა კალაძე: „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ 6 ათასამდე ადამიანს ჯარიმა ჩამოეწერება

,,6 ათასამდე დაჯარიმებულ ადამიანს, დაახლოებით, მილიონ ლარამდე ჯარიმა ჩამოეწერება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის ინიციატივა პარლამენტშია გაგზავნილი.

„რაც შეეხება „სითი-პარკის“ მიერ დაჯარიმებულ ადამიანებს. ჩვენ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება შევწყვიტეთ, რისი ერთერთი მთავარი მოტივიც იყო, რომ არასწორად ხდებოდა ადამიანების დაჯარიმება. დაახლოებით, 6 ათასამდე დაჯარიმებულ ადამიანს, რომელიც ჯერ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, მილიონამდე ჯარიმა ჩამოეწერება. ჩვენ ამნისტიის ინიციატივა პარლამენტში გადავაგზავნეთ, რომელსაც მხარი დაუჭირეს. ვფიქრობ, ამნისტია, რომელიც განხორციელდა, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2018 წლის 10 აპრილს შეუწყვიტა ხელშეკრულება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები