გიორგი გახარიამ ჯასტინ მაკკენზი სმიტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ ჯასტინ მაკკენზი სმიტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა და ჯასტინ მაკკენზი სმიტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხები და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში გაერთიანებული სამეფოს როლს.

აღინიშნა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით.

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

მთავრობის მეთაურმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები