ბაღდათში ქალებისთვის უფასო გამოკვლევები ტარდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. ა.ა.ი.პ. “ეროვნული სკრინინგ ცენტრის” მობილური გუნდი 40-დან 70 წლის ასაკის ქალებს ძუძუს კიბოს სკრინინგს უტარებს, რომელიც მოიცავს შემდეგ კვლევებს:
ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვასა და მამოგრაფიულ გამოკვლევას;
– პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევასა და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს ბიოფსიას შემდგომი ციტოლოგიური კვლევით. პარალელურად, მიმდინარეობს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლის ასაკის ქალებისთვის.
სამედიცინო აქცია ქალაქ ბაღდათის საავადმყოფოს ეზოში განთავსებულ კვლევებისთვის საჭირო ტექნიკით აღჭურვილ მამომობილში დღეს და ხვალ, დილის 10 საათიდან 16 საათამდე ჩატარდება.
უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილეობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სამედიცინო აქცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური
სამსახურის და დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები