დავით სონღულაშვილი: მაჟორიტარი დეპუტატობის 30-ვე კანდიდატი არის უალტერნატივო და საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს
“ყველა კანდიდატის შერჩევის პირველი კრიტერიუმი არის პროფესიონალიზმი, თავისი საქმისა და ქვეყნის ერთგულება. მინდა, გუნდს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ნდობის გამოცხადებისთვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გურჯაანი- საგარეჯო-სიღნაღი – დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის 30-ვე კანდიდატს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს.
„მაჟორიტარი დეპუტატობის 30-ვე კანდიდატი არის უალტერნატივო და საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ყველა კანდიდატის შერჩევის პირველი კრიტერიუმი არის პროფესიონალიზმი, თავის საქმის ერთგულება და ქვეყნის ერთგულება. მინდა, გუნდს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ნდობის გამოცხადებისთვის. მაჟორიტარი დეპუტატობა არ არის მარტივი. ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე. ეს საჭიროებს 24/7-ზე შრომას. აქედან გამომდინარე, მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ ჩემი კანდიდატურა ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე დასახელდა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმ საზოგადოების ნდობა გავამართლო, ვინც არჩევნებში მხარს დამიჭერს”, – განაცხადა სონღულაშვილმა.