ლევან კობერიძე: ვერ ვიტყვით, რომ ეს კანდიდატები რაიმე სიახლეს შემატებენ “ქართულ ოცნებას”

“მთლიანობაში, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს კანდიდატები რაიმე სიახლეს შემატებენ “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი კანდიდატები “ქართულ ოცნებას” რეიტინგის დაღმასვლას ვერ შეაფერხებენ.

„ვერაფერ სიახლეს ვერ ვხედავთ, გადანაცვლება ხდება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მაჟორიტარ კანდიდატებად, ამას ვერ შევაფასებთ, როგორც პროგრესსა და წინსვლის საწინდარს. მთლიანობაში, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს კანდიდატები რაიმე სიახლეს შემატებენ “ქართულ ოცნებას”. “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეიტინგი მიდის დაღმასვლით და ამ დაღმასვლას ეს კანდიდატები ვერანაირად შეაჩერებენ. შესაბამისად, დასახელებული კანდიდატები რომ ერთობლიობაში განვიხილოთ, ფაქტობრივად, მოსახლეობას საფიქრალი ექნება არა კონკრეტულ მაჟორიტარ კანდიდატთან, არამედ – “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით გააკეთოს თუ არ გააკეთოს არჩევანი”, –  განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები