სურსათის ეროვნული სააგენტო საყანე ფართობებს ამუშავებს

სურსათის ეროვნული სააგენტო და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, თხილის პლანტაციებისა და ტყის პერიმეტრის პარალელურად, სიმინდის მასივებს ინტენსიურად ამუშავებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. ​ ანჯელის საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული, აუცილებელია საყანე ფართობების დამუშავება. ცივი შესხურების ტექნოლოგია გამოიყენება მავნებლის პირველი ნიმფების საწინააღმდეგოდ, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ საადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონები.

საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის თქმით, პარალელურად, მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს.

„წამლობების პარალელურად, მიმდინარეობს ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. მათ გასულ წელს სიმინდის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მიიღეს. სახელმწიფოსა და ფერმერების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიმდინარე წელსაც სიმინდის ხარისხიან მოსავალს ველოდებით“, – განაცხადა საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.

სიმინდის მასივების დამუშავება ცივი შესხურების ტექნოლოგიით ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები