ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს გააკეთებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ბნელ წარსულს შორის

“რვა წლის განმავლობაში პარტია “ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანლობით ქვეყანას უპრეცედენტო თავისუფლება, ღირსება, სტაბილურობა და მშვიდობა მოუტანა”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის ღირსეული კანდიდატები წარადგინა.

„მე რვაწლიანი, უპრეცედენტო მშვიდობა შემთხვევით არ მიხსენებია. ეს არის უიშვიათესი გამონაკლისი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში, დამოკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როცა ქვეყანას აქვს სრული მშვიდობა და სტაბილურობა, რაც არის პირადად ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი ერთიანი გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურება.

დღეს ჩვენ წარვადგინეთ მაჟორიტარობის ღირსეული კანდიდატები, რომლებიც არიან შერჩეული პროფესიონალიზმის ნიშნით. მათ კარგად აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ ჩვენი მოსახლეობის წინაშე. მჯერა, ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს გააკეთებს მშვიდობას, სტაბილურობასა და იმ ბნელ წარსულს შორის, რომელიც 2012 წლამდე იდგა საქართველოში. კერძოდ, ძალადობა, ადამიანების ჩაგვრა, მკვლელობები და ათასი უბედურება, ომი და ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და საყვარელმა ხალხმა გამოსცადა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. მჯერა, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ დამაჯერებლად და ღირსეულად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები