ხულოს მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას მერის პირველი მოადგილე – ნადიმ ვასაძე, მოადგილე – ასლან შაინიძე და ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი – ზაზა აბაულაძე ესწრებოდნენ.

თათბირზე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობა განიხილეს და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი.

დაგეგმილი 44 ინფრასტრუქტურილი ღონისძიებიდან, ამ ეტაპზე 18 ობიექტზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. 7 ლოკაციზე მიმდინარეობს, ხოლო, 19-ზე ტენდერი გამოცხადებულია და შესრჩევა-შეფასების ეტაპზეა.

თათბირზე საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია სულ 118 ღონისძიება, მათ შორის, 57 ითვალისწინებს სამუშაოების შესყიდვას, ხოლო 61 – საქონლის შესყიდვას. პროგრამის განხორციელებისათვის საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები