დენდროლოგიურ პარკში ვიზიტორების რაოდენობა არ წყდება(ვიდეო)

„საოცარი შთაბეჭდილებებით ვართ, საოცარი რეკრეაციული ზონაა. ეს ასწლოვანი ხეები ისეთი სიდიადის შეგრძნებას გაძლევს ადამიანს, აღფრთოვანებულები ვართ“,- ამის შესახებ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დამთვალიერებლები ტელეკომპანია “იმედთან” საუბრობენ.

მათი თქმით, დიდი ხანია არ უნახავთ ისეთი ხალხმრავლობა, როგორიც დენდროლოგიურ პარკშია.

,,იმ ადგილას, რომელსაც ოპოზიცია კატასტროფის ადგილად მოიხსენიებდა, ვიზიტორთა რიგი არ წყდება. დენდროლოგიურ პარკში შესაძლებელია ნახოთ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხის და მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარე. 60 ჰექტარზე გაშენებულ პარკში მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი, მათ შორისაა ვარდისფერი ფლამინგოები. დენდროლოგიური პარკის დათვალიერება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ. დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტია“,- ნათქვამია ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ მასალაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები