ლევან ნიკოლეიშვილი: დენდროლოგიურ პარკზე უკვე იმდენი დაიწერა, ძნელია რამე დაამატო, თუმცა გული მაინც არ გითმენს ადამიანს, როცა ხედავ რამდენი ხალხი დგას რიგში ამ სილამაზის და საოცრების სანახავად

„დენდროლოგიური პარკი და მისი უნიკალურობა ის შემთხვევაა, როცა ამაყობ და გიხარია, როცა ხედავ ისე მოდიან ადამიანები ოჯახებით, ამ ახალი საოცრების სანახავად, როგორც დღესასწაულზე”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დენდროლოგიურ პარკში ათიათასობით ვიზიტორის სტუმრობას ეხმიანება.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„დენდროლოგიურ პარკზე უკვე იმდენი დაიწერა, ძნელია რამე დაამატო, თუმცა გული მაინც არ გითმენს ადამიანს, როცა ხედავ რამდენი ხალხი დგას რიგში ამ სილამაზის და საოცრების სანახავად: ადრე ჭაობით დაფარულ ტერიტორიაზე დღეს უნიკალური ჯიშის ხეებია გაშენებული, ზოგიერთის ასაკი 300 წელზე მეტია, სპეციალურად შექმნილი პატარა კუნძული და ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი… კიდევ ერთი საოცრება რაც ჩვენს ქვეყანას შეემატა. არადა როგორ აშინებდა და ზაფრავდა ხალხს მავნებელი ოპოზიცია და მათი პროპაგანდისტული ფეიკტელევიზიები ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, როგორ ლანძღავდნენ ბიძინა ივანიშვილს, კაცს რომელმაც უკვე არაერთი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს, რომელიც სამარადისოდ რჩება ქვეყანასა და თაობებს. დენდროლოგიური პარკი და მისი უნიკალურობა ის შემთხვევაა, როცა ამაყობ და გიხარია, როცა ხედავ რომ ადამიანები ოჯახებით, ისე მოდიან შეკვეთილში ამ ახალი საოცრების სანახავად როგორც დღესასწაულზე”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ამ დრომდე არ წყდება ვიზიტორთა ნაკადი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები