ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და მისი ადვოკატი შსს-ში იმყოფებიან

ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატთან, ირმა ჭკადუასთან ერთად მივიდა.

უწყებაში შესვლამდე ფოტოგრაფმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“კითხვები გვაქვს გამოძიებასთან”,- აღნიშნა ბრეგვაძემ.

ირმა ჭკადუას თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულად არის ცნობილი და მათ გამოძიებასთან გარკვეული კითხვები აქვთ.

„როგორც ყველასთვის ცნობილია, იაკობი ამ საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი. ყველამ იცის აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები გამოძიებასთან და ამიტომ მოვედით დღეს, რომ ეს კითხვები გავიაროთ.

ჩვენი კითხვები იაკობის მიერ საგამოძიებო მოქმედებეში მონაწილეობას ეხება. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებული კითხები გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს იმ დროს და იმ ამინდში, რაც იყო იმ საბედისწერო ღამეს. იაკობს ექნება შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან, სავარაუდოდ ხვალ და ვისაც ექნება სურვილი, ექნება საშუალება, დაუსვას მას ნებისმიერი კითხვა და ის ნებისმიერ კითხვას პასუხს გასცემს“, – განაცხადა ჭკადუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები