მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ

მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ.

როგორც მოზარდის ახლობელი რამაზ ფილფანი, სოციალურ ქსელში წერს, გუშინდელი დღის შემდეგ მოზარდი არავის უნახავს.

“მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში, გუშინ 18 ივლისს, 11 საათზე სახლიდან გავიდა 13 წლის ილია ფილფანი. ოჯახი და ახლობლები შუადღის შემდეგ ვეძებთ. იყო ველოსიპედით, ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი. ბოლოს ნახეს ლენჯერში. იმ შემთხვევაში თუ ფოტოზე გამოსახული ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ დაგვიკავშირდით 591542653- ირაკლი
595409484-ანანო “,- წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში და საზოგადოებას მიმართავს.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს, მოზარდის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 20-მდე მაშველი იღებს მონაწილეობას. სამძებრო სამუშაოები ასევე დრონის საშუალებით ხორციელდება.

ლენჯერში დაკარგულ მოზარდთან დაკავშირებით, შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები