19 ივლისი ნიკო სამადაშვილის დაბადების დღეა

1905 წლის 19 ივლისს გორის რაიონის სოფელ  ხიდისთავში პოეტი ნიკო სამადაშვილი დაიბადა. მისი მოთხრობების პირველი კრებული 1989 წელს გამოქვეყნდა. სიცოცხლის პერიოდში ერთი ლექსიც არ დაბეჭდილა, მიუხედავად იმისა, რომ გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი და ერეკლე ტატიშვილი, თვით გალაკტიონ ტაბიძეც განსაკუთრებულ პოეტად აღიარებდნენ. ცხოვრობდა და ასწავლიდა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერის დაწყებით სკოლაში. 1943 წლის 12 იანვარს დააპატიმრეს და ომის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა ინტრიგები, შევიწროებები და უკიდურესი სიდუხჭირე სამი შვილის მამას ცხოვრების ბოლომდე სდევდა.
მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1967 წელს „ლიტერატურულ საქართველოში”, ხოლო პირველი კრებული „ბეთანია“ გამოვიდა 1973 წელს, მომდევნო წიგნი კი – 80-იან წლებში.

„ფერისცვალება“ : ლექსები; პირადი მიმოწერა (ავტორი). – თბილისი, „ლიტერატურის მატიანე“, 2004;. 

„შეხვედრები და სინანული“  – თბილისი, „მერანი“, 1995;
„წუთისოფლიდან უკვდავებამდე“ – ლექსები (ავტორი). – თბილისი, „ნაკადული“, 1989;
„ბეთანია“ – ლექსები (ავტორი). – თბილისი, „მერანი“, 1973.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები