საფრანგეთში ტაძარი იწვის

საფრანგეთის ქალაქ ნანტში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი იწვის.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაჩნდა, მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად, ცეცხლს 60 მეხანძრე და 6 სახანძრო მანქანა აქრობს. პერიმეტრი შემოსაზღვრულია.

მეხანძრეები მოსახლეობას მოუწოდებენ, შემთხვევის ადგილს არ მიუახლოვდნენ.

წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მშენებლობა XV საუკუნეში დაიწყო და 457 წლის განმავლობაში გაგრძელდა. ის საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გოტიკური ეკლესიაა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 15 აპრილს ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები