სომხეთში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში 34 462 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 11 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 631 ლეტალური შემთხვევაა.
ვირუსის დამარცხება 23 123 პირმა შეძლო.