ქუთაისის ინფექციური კორონავირუსისგან კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა

ქუთაისის ინფექციური კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. შუა ხნის ქალს ლაბორატორიულ კვლევაზე ორჯერ უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან „კოვიდ-19“ დაამარცხა.

კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, ამ დროისთვის, კლინიკაში 3 პაციენტი მკურნალობს.
„კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა ვირუსი, ჯამში უკვე 49 გამოჯანმრთელებული გვყავს. კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება 3 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოიფილებელია“, – განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ნადირაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები