გორში სროლა იყო – დაჭრილია ორი ადამიანი

გორში, ვერხვების დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ორივე მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ერთ-ერთს, 44 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ღრმა ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც ,,რეგიონულ კვირას” წყარო უყვება, კონფლიქტის მონაწილე პირები მეგობრები არიან.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის, ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ. როგორ ” რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უწყება მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები