17 ივლისს კონსტანტინე გამსახურდია გარდაიცვალა

1975 წლის 17 ივლისს მწერალი კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975) გარდაიცვალა.

კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში… 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი, მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული ,,საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში…

კონსტანტინე გამსახურდია ავტორია რომანებისა: „დიონისოს ღიმილი”, „მთვარის მოტაცება”, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”, „დავით აღმაშენებელი”, „ვაზის ყვავილობა”… მან თარგმნა – გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი – „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და სხვა.
იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

კონსტანტინე გამსახურდია დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები