რეჟისორი ზურა ხვედელიძე გარდაიცვალა

ბოლნისის მუნიციპალური თეატრი მწუხარებას გამოთქვამს თეატრის მთავარი რეჟისორის, ზურა ხვედელიძის გარდაცვალების გამო.
სულ ახლახან მას 65 წლის იუბილე მიულოცეს, ქართული კულტურისა და ხელოვნების სამსახურში ღირსეულად გატარებული წლებისთვის მადლობაც გადაუხადეს…
ზურა ხვედელიძე – ხელოვანი, რეჟისორი, თეატრალი 40 წელზე მეტია ემსახურებოდა სახალხო თეატრების – უძველესი ქართული პირველყოფილი კულტურის – მოვლის, შენარჩუნებისა და აღორძინების საქმეს.
ათეული წლების მანძილზე ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. უამრავი სპექტაკლის, კონცერტის, ფესტივალის შემოქმედი, სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი, მონაწილე  – საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

ბოლნისის თეატრში 50-ზე მეტი სპექტაკლი დადგა. რეჟისორის საჯილდაო ქვად კი მაინც ალექს ჩიღვინაძის „სიკვდილის დღის საჩუქარს” მიიჩნევენ, მსგავსი შეფასება იშვიათად რგებია ბოლო წლებში რომელიმე სპექტაკლს.
სულ ცოტა ხნის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მას საპატიო ბოლნისელის წოდება მიენიჭა.
დაკრძალვა კვირას, 19 ივლისს, 14:00 საათზე, მახათის ახალ პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები