“ახალმა ბალანსმა, რომელიც პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების თვალსაზრისით იქნა ნაპოვნი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საფუძველი უზრუნველყო”

“ახალმა ბალანსმა, რომელიც პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების თვალსაზრისით იქნა ნაპოვნი, უზურუნველყო საფუძველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს, პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობდა.

პრეზიდენტის თქმით, ჩვენ მოვახერხეთ, “კოვიდის” მიუხედავად წინ გვევლო, რაც პოლიტიკური წარმატების ისტორიას ნიშნავს.

„ახალმა ბალანსმა, რომელიც პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების თვალსაზრისით იქნა ნაპოვნი, რომელიც ოდირის რეკომენდაციების დიდ უმრავლესობას გულისხმობს და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებმა, რომელიც გულისხმობს ბარიერების შემცირებას, კვოტას ქალებისთვის, დაფინანსების ახალ გზებს, უზურუნველყო საფუძველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ პროცესში პრეზიდენტის როლზეც გაამახვილა ყურადღება.

„კონსტიტუციური შესწორებები, მიუხედავად დაძაბული და რთული დასაწყისისა, აღნიშნული პროცესი, რომელიც ყველას მიერ იყო დანახული, როგორც წინაპირობა დემოკრატიული არჩევნებისა მომავალში, პოზიტიურ დასკვნამდე მივიდა. როგორც ბრძოლა კოვიდთან, წარმატება პოლიტიკურ სფეროში გახლავთ საზომი თანამშრომლობისა ჩვენს პარნტიორებთან. აღნიშნული დასკვნა და ამ პროცესის დასრულება აქ წარმოდგენილი საერთაშორისო საზოგადოების და ფასილიტატორების დამსახურებაა, რომლებმაც კონსენსუსის მიღწევა მოახერხეს. მინდა, პრეზიდენტის როლიც აღვნიშნო, რომელიც მიმართული იყო, თავიდან აგვეცილებინა ამ სიტუაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენება დესტაბილიზაციამდე მისასვლელად. ეს წინა პლანზე წამოწევს შიდა სტაბილურობასა და დეპოლარიზაციას, რომელიც გახლდათ, ჩემი ერთ-ერთი ჩემი მიზანი დასაწყისშივე და რჩება ჩემი, როგორც მოთამაშის ძირითად როლად და პრეზიდენტის ძირითად აქცენტად საარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები