სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ძირითადი პოლიტიკური პროცესები „კოვიდის“ კრიზისს გამო არ შეფერხებულა
“საქართველოში ძირითადი პოლიტიკური პროცესები „კოვიდის“ კრიზისს გამო არ შეფერხებულა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მან ხელი არ შეუშალოს ან ზეგავლენა არ მოახდინოს მომავალ საარჩევნო კალენდარზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, არსებობს ისეთი მოძრაობა, რომელმაც შესაძლოა, ზოგად სტაბილურობაზე ზეგავლენა მოახდინოს.
„ვიცი, რომ პარლამენტი, ჯანდაცვის სექტორთან ერთად, უკვე მუშაობს პირობებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, ასევე, ამომრჩევლებთან. არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ჩაატარეს არჩევნები “კოვიდის” პირობებში. აღნიშნული წარმატებები არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ბრწყინვალედ არის და შემდეგი თვეები იქნება ადვილი. არჩევნებამდე არის გამოწვევები. გამოწვევები კვლავ არსებობს. სამწუხაროდ, არსებობს ისეთი მოძრაობა, რომელმაც შესაძლოა, ზოგად სტაბილურობაზე ზეგავლენა მოახდინოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.