თერჯოლაში ალისუბანი-სკანდინის გზის რეაბილიტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა გოგიაშვილი მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან ერთად ალისუბანში იმყოფებოდა, სადაც, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 315 790 ლარით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მეკა” აწარმოებს. პროექტი გარდამავალია და, ჯამურად, 1,7 კმ გზის მოწყობაზე 531 790 ლარი დაიხარჯება.

ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელ გზაზე, რომლითაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ბეტონი პირველად იგება. გზა ამორტიზებული იყო და ადგილობრივი მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვდა.

რეგიონული განვითარების ფონდიდან გზების მოწყობა მიმდინარეობს ასევე თერჯოლის, თუზის, რუფოთის, ნახშირღელის, ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.  ჯამურად, 15 კმ. გზა მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები