16 ივლისი ლეილა ყიფიანის დაბადების დღეა

16 ივლისი ქართველი მსახიობის, ლეილა ყიფიანის დაბადების დღეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამეფო სახლის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

„16 ივლისს, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის მეუღლის, მისი უმაღლესობა ლეილა ყიფიანის დაბადების დღეა.

ვულოცავთ, საქართველოს ულამაზეს ბატონიშვილს ამ დღეს და ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“, – აღნიშნულია სამეფო სახლის მიერ გამოქვეყნებულ მილოცვაში.
ლეილა ყიფიანი დაიბადა 1947 წლის 16 ივლისს ლანჩხუთში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. კინოში მოღვაწეობს 1965 წლიდან.

ფილმოგრაფია:

1964: „ხევისნერი გოჩა“, რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი;
1965: ფანჯარა (ქალიშვილი), რეჟ. დიმიტრი ბათიაშვილი;
1965: „მე ვხედავ მზეს“ (ხატია),  რეჟ. ლანა ღოღობერიძე;
1966: „ლონდრე“ (ცირა),  რეჟ. თამაზ მელიავა;
1969: „მოლოდინი“ (ხათუნა),  რეჟისორები: შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე;
1969: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ნარინე),  რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე;
1969: „ღიმილის ბიჭები“ (ნათელა),  რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე;
1970: „წყალდიდობა“ (ტასო),   რეჟ. თენგიზ გოშაძე;
1971: „მყუდრო სავანე“ (ირინე თუხარელი),  რეჟ. კარლო ღლონტი;
1971: „წუთისოფელი“ – რეჟისორები: შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე;
1973: „ლევან ხიდაშელი“ (ნათია),  რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი;
1974: „აკაციის ყვავილობა“ (ლალი),  რეჟ. რამაზ შარაბიძე;
1980: „რად სტვენს ბულბული“ –  რეჟ. გურამ პეტრიაშვილი;
1992: „ოქროს ობობა“ (ანა),  რეჟისორები – მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია;
1996: „მორევი“,  რეჟ. რამაზ გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები