სომხეთში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ერთ დღეში, კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 33 559 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 15 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 607 ლეტალური შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის დამარცხება 21 931-მა პირმა შეძლო, მკურნალობას კი 10 832 პაციენტი აგრძელებს.