დონალდ ტრამპმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი შეცვალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი შეცვალა. მისი გადაწყვეტილებით, ბრედ პარსქეილს აღნიშნულ თანამდებობაზე ბილ სტეპინი შეცვლის.

ამის შესახებ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა.

„ბილ სტეპინი შტაბის ხელმძღვანელი გახდა. ბრედ პარსქეილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩემ გვერდით იყო და ჩვენს ციფრულ და საინფორმაციო სტრატეგიებს მართავდა, კვლავ ამ ფუნქციას შეასრულებს და შტაბის უფროსი მრჩეველი იქნება“, – წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ 2016 წელს მის გამარჯვებაში პარსქეილმა და სტეპინმა დიდი წვლილი შეიტანეს.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები