მამუკა მდინარაძე: შიდა კვლევებით, “ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 პროცენტზე გაცილებით მეტია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შიდა კვლევებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი 55 პროცენტზე გაცილებით მეტია.

„საერთოდ, რიცხვების სიზუსტით კვლევებზე პარტიები არ საუბრობენ, რადგან ეს შიდა სამზარეულოა და მხოლოდ ზოგადად საუბრობენ. მე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ, ჩვენი შიდა კვლევით, უფრო მაღალი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ეს იყო ბოლო, Gorb-ის კვლევაში. მაშინ გახსოვთ, ჩვენი რეიტინგი იყო 55 პროცენტი. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია, გითხრათ, რომ 55 პროცენტზე გაცილებით მეტი აქვს დღეს ” ქართულ ოცნებას” რეიტინგი, ჩვენი შიდა კვლევებით”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები