ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა 

დღეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურაზე და ამ კუთხით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატის შესახებ ისაუბრეს. ამასთან, მხარეებმა მიმიოხილეს საქართველოს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების მიმდინარე პროცესი.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის სტრატეგიასა და ამ მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ეროვნული სიტუაციური ოთახის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას და მნიშვნელობას.

ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები