ბორჯომის ისტორიულ პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომის ისტორიულ პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში აღნიშნულია:

„მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ბორჯომის ისტორიულ პარკს – ა) მინერალური წყაროები; ბ) გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყარო; გ) ხიდები; დ) მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა; ე) ჰიდროელექტროსადგური“.

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება 15 ივლისის „საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა“ და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები