ხევსურთსოფლის სკოლას ახალი ბიბლიოთეკა აქვს – „ეკვილიბრიუმი“ განაგრძობს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას

15 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელს ეწვია და სოფლის სკოლის ბიბლიოთეკა განაახლა.

ხევსურთსოფლის სკოლის ბიბლიოთეკას ასზე მეტი წიგნი – უახლესი ლიტერატურა   გადაეცა.

„ეკვილიბრიუმი“ განაგრძობს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერასა და წიგნებით განახლებას. მოძრაობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ასობით ბიბლიოთეკა განაახლა.

„თიანეთი. ხევსურთსოფელი. ახალი ბიბლიოთეკა სკოლას. „ეკვილიბრიუმი“ განარძობს ბიბლიოთეკების მხარდაჭერას“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

მოძრაობის მხარდამჭერია „გალფი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები