ტოკიოში ეპიდემიოლოგიური საფრთხე მეოთხე დონემდე გაზარდეს
ტოკიოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ყველაზე მაღალ, მეოთხე დონემდე აიყვანა.
ამის შესახებ ტოკიოს გუბერნატორმა, იურიკო კოიკემ განაცხადა.
“ისეთი ვითარებაა, რომ საჭიროა, ინფექციის გავრცელებაზე გაფრთხილება გავაკეთოთ”, – აღნიშნა გუბერნატორმა.
ადმინისტრაცია ვირუსთან ბრძოლის ძირითად კურსს მიმართავს ტესტირებისა და მკურნალობის სისტემების გაძლიერებაზე, ასევე, უსაფრთხოების ზომების დაცვაზე.
უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში ტოკიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 200 შემთხვევას აჭარბებდა.