15 ივლისი ნოდარ მგალობლიშვილის დაბადების დღეა

15 ივლისს, თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე ნოდარ მგალობლიშვილი 89 წლის გახდებოდა. დიდი მსახიობის გახსენებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია აქვეყნებს ფეისბუქგვერდზე.

ნოდარ მგალობლიშვილი არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიისა და უნგრეთის მუსიკისა და დრამატულ ნაწარმოებთა ფესტივალის ლაურეატი.

პოეტ მიხეილ ქვლივიძის სიტყვები „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს”, ნოდარ მგალობლიშვილს ყველაზე მეტად შეეფერება. დააკლდა, რამდენადაც დადიოდა თბილისის ქუჩებში გარდასახვის დიდოსტატი, რომელსაც შეეძლო სპეციფიკური და სახასიათო როლების შესრულება.

კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა, ხოლო ადრეული პერიოდის როლებიდან შთამბეჭდავია მაქსიმ გორკის პიესაში „ფსკერზე“, ჰენრიკ იბსენის – „მოჩვენებაში“, ლეო ქიაჩელის – „ჰაკი აძბაში“, იაგოს როლი შექსპირის „ოტელოში“, თეიმურაზ ხევისთავი – მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“.

ნოდარ მგალობლიშვილის მსახიობურ ოსტატობას თან ერთვოდა სიღრმისეული და ინტელექტუალური ხედვა ნათამაშები როლებისა, რაც მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.

მსახიობი დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები